Saturday, November 15, 2008

Friday, November 14, 2008

felamushi

1.საცდელი პროექტის სახელწოდება: “ფელამუში”
2.საცდელი პროექტის მოკლე აღწერა:პროექტზე მუშაობისას ბავშვები შეაგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში როგორ ამზადებენ ფელამუშს.მისი სხვა სახელწოდება.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ერთმანეთს გაუგზავნიან რეცეპტებს, თუ როგორ მზადდება ფელამუში. ამისათვის მათ დასჭირდებათ ინფორმაციის მოპოვება უფროსებისაგან ან კულინარული სახელმძღვანელოდან. აგრეთვე მოიძიებენ ისტორიულ მასალებს მისი წარმოშობის შესახებ. შეგროვებულ მასალას განათავსებენ პროექტის ბლოგზე, აგრეთვე ფელამუშიდან გაკეთებული ჩურჩხელას შესახებ.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: X-XI-XII კლასები.
5.ვადები/ხანგრლივობა: 2008 წლის 1 ნოემბრიდან 1 იანვრამდე, 2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები შეგროვებული რეცეპტებიდან აარჩევენ რამოდენიმეს. საუკეთესო რეცეპტებით შექმნიან ელ-ვერსიას.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოძიებული რეცეპტებით თვითონ გააკეთებენ ფელამუშს. გაიღრმავებენ კულინარულ ცოდნას.
8.სარგებელი სხვებისათვის: ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთი კუთხის კულინარიას და გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან კავშირი: მათემატიკასთან (პროპორცია), ბუნებასთან (წელიწადის დრო), ქიმიასთან.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა კვაბზირიძე.ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლა.მასწავლებელი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nanakvabziridze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: "ფელამუში"
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://felamushi.blogspot.com